ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის სერტიფიკატების ფორმატი დამტკიცდა - იხილეთ ფოტოები
14-12-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ბრძანებით დამტკიცდა 2016, 2017 და 2018 წლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმატი. 

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.  

აღნიშნული მოსწავლეებისთვის სულ 3 133 მედალია გამოყოფილი, მათ შორის, 2 209 ოქროსია, ხოლო 924 ვერცხლის. 

რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წლის მედალოსან მოსწავლეებს, როგორც სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება რამდენი მოსწავლე მიიღებს მედალს.   

იხილეთ სერტიფიკატების ფორმატი: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203