მანდატურების ხელფასი 200 ლარით იზრდება - 2019 წლის ბოლომდე კი დამატებით 130 საჯარო სკოლაში დაიცავენ უსაფრთხოებას
13-12-2018

მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით სიახლე იგეგმება, კერძოდ კი მანდატურის თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ.

აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მისივე თქმით, 130 საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლების აყვანა და 2019 წლის ბოლომდე მანდატურის თანამშრომლები უსაფრთხოებას 588 სკოლაში დაიცავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203