2018 წელს ახალშობილთა ყველაზე პოპულარული სახელები გიორგი და ელენეა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალშობილთა ყველაზე პოპულარული გოგოების და ბიჭების სახელების ათეულები ასე გამოიყურება:
ბიჭები:
- გიორგი - 1 538
- ანდრია - 1 453
- ალექსანდრე - 1 311
- დემეტრე -1 240
- ლუკა - 972
- გაბრიელი - 806
- ნიკოლოზ - 777
- გაბრიელ - 702
- მათე - 702
- საბა - 676
გოგოები:
- ელენე - 1 252
- მარიამი - 1 070
- ბარბარე - 1 061
- მარიამ - 961
- ლილე - 928
- ანასტასია - 914
- ნია - 848
- ნუცა - 627
- ნინო - 574
- ანა - 542
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის კი ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.
საქართველოში პოპულარული სახელების ათეულები ასე გამოიყურება:
ბიჭები:
- გიორგი - 192 005
- დავით - 67 688
- ალექსანდრე - 42 168
- ლუკა - 39 599
- ნიკოლოზ - 36 802
- ირაკლი - 35 984
- ზურაბ - 31 371
- ლევან - 28 229
- საბა - 26 506
- დავითი - 25 440
გოგოები:
- ნინო - 11 5374
- მარიამ - 68 128
- თამარ - 50 170
- ანა - 47 980
- მაია - 47 318
- მარიამი - 44 181
- ნანა - 42 680
- ნათია - 38 270
- ელენე - 35 782
- მანანა - 34 126