თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
12-12-2018
თბილისის N133 საჯარო სკოლის Iე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „გამოთხოვება შემოდგომასთან“ ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მზადების პროცესში ჩართული იყო მუსიკის პედაგოგი ია ურუშაძე.
სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მინი-სპექტაკლი დადგეს.
სპექტაკლში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც აქტიური ჩართულობისთვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„ღონისძიება ემოციური იყო არა მარტო პატარებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის და ბებოებისთვის, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცათ სასკოლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისა და ქველმოქმედებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს