სიქთარვის საჯარო სკოლა მალე კეთილმოწყობილ შენობაში გადაინაცვლებს
12-12-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლა მალე ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში გადავა.
ინფორმაციას სკოლის დირექტორი ია კვიტაია ავრცელებს.
მისი თქმით, პროექტით არა მარტო სკოლის შენობა არის გათვალისწინებული, არამედ სპორტული მოედანი და ეზოს კეთილმოწყობაც:
„მალე სკოლის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება და სოფელს ახალი სკოლა ექნება" - აცხადებს სკოლის დირექტორი.
ია კვიტაია განსაკუთრებულ მადლობას გამოჩენილი ყურადღებისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს, გია ცინაძეს, თეიმურაზ მურღულიასა და ზვიად როსტომაშვილს უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს