ინაშაურის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ბინადარი ფრინველების დაცვის კლუბი ჩამოაყალიბეს
12-12-2018
ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხათუნა ბედენაშვილის ხელმძღვანელობით, ბინადარი ფრინველების დაცვის კლუბი - „თბილი სახლი“ ჩამოაყალიბეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კლუბის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, ლოგო შექმნეს, ხის ჩიტების სახლები დაამზადეს, ფერადი ნახატებით მოხატეს და ხეებზე ჩამოკიდეს.
კლუბის საქმიანობას სკოლის სხვა აღსაზრდელებიც გაეცნენ და მასში თვითონაც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს