კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებს გიორგი კეკელიძე შეხვდა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა
11-12-2018
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები დროის ბანკის სისტემის გამოყენებით განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ პროექტ „საქართველოს მოხალისე“ და ევროკავშირის პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შეგროვდა.
კურსების საჯარო სკოლა მადლობა უხდის სკოლის კურსდამთავრებულს, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს ნინო აბჟანდაძეს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის