რამდენი სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში - იხილეთ სტატისტიკა
11-12-2018

2017-2018 წლებში საჯარო სკოლებში განხორციელებული გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების შედეგად, თანამდებობიდან 26 სკოლის დირექტორი გათავისუფლდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს 36 კანონდარღვევაზე გადაეგზავნათ საქმე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის განმავლობაში 208 სკოლის შესახებ დაიწერა დასკვნა.

„2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა (მათ შორის 10 ინსპექტირება). შედეგად, მითითება მიეცა 49 სკოლას, გაფრთხილება - 49 სკოლას, გათავისუფლდა  9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო  სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე.

2017 წელს განხორციელებული შემოწმებით, დაიწერა - 110 დასკვნა (მათ შორის 24 ინსპექტირება); შედეგად მითითება მიეცა 74 სკოლას, გაფრთხილება - 35 სკოლას; გათავისუფლდა - 17 სკოლის დირექტორი; 2 სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა და სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 16 საქმე“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ზუგდიდის N6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, განაცხადა რომ სკოლების შემოწმება ყოველწლიურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: ნათია ზედგინიძე: „სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203