ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გარუჩავა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა
11-12-2018
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გარუჩავა საერთაშორისო კონკურსში „ახალგაზრდა ხელოვანთა პრიზი - ერკნერი 2018“ მონაწილეობდა.
კონკურსის ორგანიზატორია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მხარის ქალაქ ერკნერის „ხელოვნების მოყვარულთა“ კავშირი.
საქართველოდან კონკურსის სახვითი ხელოვნების და მუსიკის სფეროში 37 ხელოვნების მოყვარული ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ჟიურიმ მარიამ გარუჩავა აღიარების (ჟიურის სიმპატიის პრიზი) სიგელით სიმღერისათვის „ხორუმი“ (ტექსტის და მუსიკის ავტორი კომპოზიტორი: ნუკრი კარკაძე) დააჯილდოვა.
მას ასევე გადაეცა ფულადი პრიზი 50 ევროს ოდენობით.
საქართველოში კონკურსის მედიატორი გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატო აბესაძე გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს