სკოლის წარმომადგენლის თქმით, გოგონები ორ გუნდად - „სუპერ მზარეულებად“ და „გურმანებად“ განაწილდნენ და სხვადასხვა გემრიელი კერძები და ტკბილეული მოამზადეს.
ბოლოს კი, სკოლის აღსაზრდელებმა თავიანთი გაკეთებული კერძები მეგობრებსა და მასწავლებლებს გაასინჯეს.
„დღემ ძალიან მხიარულად და რაც მთავარია გემრიელად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის