ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პარიზის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია ფრანგულ ენაზე წარმოადგინეს
10-12-2018
დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგმა თამარ მაღრაძემ მე-8 კლასში ფრანგული ენის ჯგუფთან ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „საფრანგეთის ღირშესანიშნაობები“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თვალსაჩინო მასალებთან ერთად პარიზის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია ფრანგულ ენაზე წარმოადგინეს, ისაუბრეს ეიფელის კოშკსა და ელისეის მინდვრებზე.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მე-8 კლასმა ფრანგული ენის სწავლა წელს დაიწყო, რასაც წარმატებით ართმევენ თავს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის