ვებინარი ფიზიკაში - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის
10-12-2018

მათთვის ვინც გეგმავს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარებას ფიზიკაში, შესაძლებლობა აქვს დაესწროს ვებინარს (ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციას).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვებინარზე განხილული იქნება N1 დავალების ამოცანები, მათთან დაკავშირებული თეორიული საკითხები და ფიზიკის კინემატიკის სხვა პრობლემური საკითხები. 

ვებინარზე ჩართვა შეუძლია უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს. 

თუ ახალ მონაწილეებს გსურთ ვებინარში ჩართვა და მონაწილეობა, მაშინ მიწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: beria@tpdc.ge.

ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფიზიკის სპეციალისტი, ფიზიკის დოქტორი ზურაბ ბერია.

ვებინარზე ჩასართავად მიყევით ბმულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203