ფშავლის საჯარო სკოლაში სესია - „ჯანსაღი ცხოვრება ჩემი არჩევანია“ გაიმართა
10-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშავლის საჯარო სკოლაში V - XII კლასის მოსწავლეებისთვის, „World Vision - საქართველო - კახეთის სამხარეო განვითარება ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, სესია - „ჯანსაღი ცხოვრება ჩემი არჩევანია“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სესია მიზნად ისახავდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.
სკოლას პროგრამის წარმომადგენელმა და სესიის წამყვანმა ჯულიეტა ძამუკაშვილმა საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
„სპორტულ ინვენტარს სპორტის მასწავლებელი გამოიყენებს როგორც გაკვეთილებზე ისე სხვადასხვა სპორტული აქტივობისას ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს