თბილისის N103 საჯარო სკოლას მსოფლიო მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი ეწვია
10-12-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დამრიგებლების, დალი კიკნაძის, ირინა რობაქიძისა და ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში მოიწვიეს და შეხვდნენ მსოფლიო მოგზაურს ნიკოლოზ ბარტყულაშვილს. სტუმარმა თავისი საინტერესო თავგადასავლების შესახებ ისაუბრა, ბავშვებს მოგზაურობის ამსახველი ვიდეორგოლი აჩვენა და ცნობისმოყვარე აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს მან პროექტის ყველა მონაწილე თავისი წიგნით დაასაჩუქრა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
შეხვედრას სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან დუღაშვილი, სკოლის მანდატური და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს