კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
10-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა სირანუშ ბაბელიანმა გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სკეტჩები გაითამაშეს.
„მოსწავლეთა წარმოდგენამ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგიდას შემოდგომის ნუგბარი ამშვენებმა. კლასის დამრიგებელმა და მისმა მოსწავლეებმა დირექციისგან მადლობა დაიმსახურეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს