დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პრაქტიკაში სწავლება „თოჯინების თეატრით“ დაინერგა
07-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პრაქტიკაში სწავლება „თოჯინების თეატრით“ დაინერგა.
კერძოდ, აღნიშნულის ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის, ლია როსტიაშვილის დახმარებით, სპექტაკლი Roonnie's tea Party წარმოადგინეს.
სკოლის დირექციის ცნობით, სპექტაკლი სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე ხორციელდება, რითიც ბავშვებს სწავლა ძალიან უადვილდებათ, რაც მათთვის სახალისოცაა. ასევე, მათი ცნობით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თოჯინების თეატრის დანერგვამ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა გაზარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს