გუთურის სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ გიორგაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
07-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის სკოლის მოსწავლე მარიამ გიორგაძე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა. სკოლის აღსაზრდელი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა.
სკოლა მარიამ გიორგაძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს