ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნასწავლი ტექსტის განმტკიცების მიზნით სასწავლო პროექტი განახორციელეს
07-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი - „ბახტრიონი“ განახორციელეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროექტი მიზნად ისახავდა ნასწავლი ტექსტის განმტკიცების მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას და პრეზენტაციის სახით წარდგენას.
სკოლის აღსაზრდელებმა ნასწავლი მასალის - „კახეთის აჯანყება“ შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია ჩაატარეს.
„მოსწავლეებმა ხალისით მოირგეს ისტორიკოსის, ლიტერატორის და ხელოვანის როლები და მოძიებული საინტერესო მასალა თანატოლებს წარუდგინეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს