ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს
07-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი გათვლილია თითოეული მოსწავლის საჭიროებაზეა, უნარებზე და შესაძლებლობაზე და მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე.
„მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ რათა სწავლების პროცესი იყოს საინტერესო და სახალისო. შექმნილია ღია, პოზიტიური ატმოსფერო რაც თავისთავად იწვევს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსწავლემ სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი. სკოლაში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა სახის გაკვეთილები - სამოდელო, შიდა შეფასების, ინოვაციური და ინტეგრირებული. მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა სახის პროექტებზე საგნების მიხედვით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს