დამიის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
07-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსში VIII, IX და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტესტირებამდე სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა მზია გუნიამ მოსწავლეებს კონკურსის ჩატარების პირობები და დავალებების შესრულების ინსტრუქციები გააცნო.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის