ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
07-12-2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძეგვის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „მშვიდობით შემოდგომავ!“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, შემოდგომის ნობათის სარგებლიანობაზე ისაუბრეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სპექტაკლი დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და წარმოადგინეს, რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა. იხილეთ ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს