სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მოზარდისათვის სხარტი აზროვნების განვითარების მიზნით გამართულ კონკურსში იასპარეზა
06-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლანა მჭედლიძემ კონკურსში - „სწრაფი მეანბანე“ წარმატებით იასპარეზა და სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა გამოაცხადა და ითვალისწინებდა მოზარდისათვის სხარტი აზროვნების უნარის განვითარება-ჩამოყალიბების საკითხს.
შემეცნებითი თამაში სამ ეტაპს მოიცავდა.
პირველი ეტაპი საჯარო სკოლებში ჩატარდა. თამაშის პირობები ითვალისწინებდა მოცემული ასო-ბგერებიდან სიტყვების აწყობას გარკვეული დროის მანძილზე.
სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ პირველ ეტაპზე, შესარჩევ ტურში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. ნახევარფინალში კი მე-7 კლასის მოსწავლე ლანა მჭედლიძე გადავიდა.
ფინალი 30 ნოემბერს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც ლანა მჭედლიძე გამარჯვებულ მოაზროვნედ დასახელდა. იხილეთ ფოტო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს