დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ „ეტალონის“ მეორე ტურში წარმატებით იასპარეზა
06-12-2018
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე მანანა (ანანო) ჯანჯღავა „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდა.
მან მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა და „ეტალონის“ დიპლომით დაჯილდოვდა.
მარტვილში გამართულ ჩემპიონატში 39 სკოლის 81 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები რესურსცენტრის უფროსმა, პაშა გულორდავამ და კულტურის განყოფილების გამგემ, მურმან წოწორიამ დააჯილდოვეს.
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა (დირექტორი: დავით ნაჭყებია, პასუხისმგებელი პირი: ნატრული ჯანჯღავა) ულოცავს მანანას და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს