ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
06-12-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მადლობის ფურცელი გადაეცათ ასევე პედაგოგ მზია ბურჯალიანს და სკოლის დირექტორს ნანა ბურჯალიანს.
ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაში საჯარო და კერძო სკოლები, გიმნაზიები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციაზე ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - „ამირანიანის“ ახალი ვარიანტი წარმოადგინეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.სკოლა პედაგოგ მზია ბურჯალიანს და მის აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს