ქედის ხარაულას საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორულ თემაზე მომზადებული კვლევისთვის დაჯილდოვდნენ
05-12-2018
ქედის ხარაულას საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა ალექსანდრე დიასამიძემ და ლაშა დავითაძემ ფოლკლორთან დაკავშირებულ თემაზე ერთი წელი იმუშავეს, რის შემდეგაც ის მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში დაიცვეს.
მოსწავლეების საკვლევ თემატიკაში შედიოდა: ხალხური წყევლები, დალოცვები, სიზმრების ახსნა და ხალხური დატირებანი.
ავტორებმა თემის აკადემიური ხარისხით, არტისტიზმითა და ჟესტ-მიმიკებით სასახლე გააოცეს, მითუმეტეს, რომ ვაჟებმა მთქმელთა ტიპები ტიპიურ გარემოში განასახიერეს.
მოსწავლეები და ხელმძღვანელი ქეთო საფარიძე დიპლომებითა და მადლობის ფურცლებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს