ტურცხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
05-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგ არტურ მამულიანის ინიციატივით, ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. ერთმანეთს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. შეჯიბრების გასამართად პედაგოგმა მათემატიკური დავალებები და სააზროვნო ლოგიკური ამოცანები გამოიყენა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი ინტერესით მოეკიდნენ თამაშს და შეჯიბრის საინტერესო მსვლელობა თითოეული მათგანის ძალისხმევამ განაპირობა.
შეჯიბრში მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ორქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს