„სკოლაში მოსწავლე აზროვნებას სწავლობს“ - გვიმრიანის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს გვიმრიანის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ქეთევან ბურკაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე ცოდნის საფუძველზე აზროვნებას სწავლობს.
საუკეთესო მოსწავლე არის მისაბაძი მაგალითი თანატოლებისთვის.
პედაგოგი ფასობს საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და მოსწავლეებთან დამოკიდებულებით.
დირექტორი უნდა იყოს სასკოლო საზოგადოებაზე შეყვარებული და მასზე მზრუნველი, სამართლიანი და კომპეტენტური ხელმძღვანელი.
განათლება არის ყველაფერი ის, რაც ცხოვრების არსის წვდომაში გვეხმარება.