საყულიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
05-12-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საყულიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის - „რა? სად? როდის?“ ფინალური თამაში გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, რამდენიმე თამაშის ჩატარების შემდეგ ფინალური გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებულ გუნდს ლიზი ტორაძე ხელმძღვანელობს. გუნდის წევრები - ლიზი გოგონაძე, თენგო ლომიძე, ლილე დიაკონიძე, გურამ ცქიტიშვილი და გიორგი დვალიშვილი არიან.
ინტელექტუალური თამაში ანგარიშით 6:3 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდის თითოეული მონაწილე სკოლამ წიგნებით დაასაჩუქრა.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავას და წარმატებას უსურვებს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს