„პედაგოგი თავდადებით ფასობს“ - წილკნის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერის ბლიცპასუხები
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს წილკნის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ლეილა ტაველური გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე ცოდნას ეზიარება.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც აფასებს მასწავლებლის შრომას.
პედაგოგი ფასობს ბავშვისა და საგნის სიყვარულით, უანგარობითა და თავდადებით.
დირექტორი უნდა იყოს გუნდური ხელმძღვანელი, სასკოლო ცხოვრების განმავითარებელი.
განათლება არის შეუფასებელი საგანძური.