ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი დღიურები გააცნეს
05-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელენე მაისურაძე, ლიზი ბარხუდანაშვილი და მარიამ არჩემაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოცხადებულ დღიურების კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსის თემა იყო - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
დღიურების ავტორმა, სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ახალი ნერგი“ აქტივობის ფარგლებში, კლუბის კოორდინატორის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის არჩილ ხუტუაშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით ღონისძიებაში კლუბის წევრი ვაჟებიც - გურამ ფარადაშვილი და მიხეილ წიქარაძე მონაწილეობდნენ. მათ წამყვანის როლი მოირგეს.
„დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა დღიურების ჩანაწერები და კიდევ ერთხელ დაგმო ყოველგვარი ძალადობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის