ახალი სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის -„განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“
05-12-2018

მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ახალი სახელმძღვანელო -  „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ მასწავლებლებს დაეხმარება, შექმნან ისეთ სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ, საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობა აიღონ და დასახულ მიზნებს მიაღწიონ. 

აღნიშნულის შესახებ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ აცხადებენ.

სახელმძღვანელო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ ფარგლებში შეიქმნა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. წიგნი ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გაიმართა. etaloni.ge წიგნის ელექტრონულ ვერსიას გთავაზობთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203