კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს
05-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. ღონისძიებას ორგანიზება მე-2 კლასის მასწავლებელმა ვართითერ მოსოიანმა გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სკეტჩები გაითამაშეს.
„დღემ ძალიან ლამაზად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის