ფოთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს
04-12-2018
ფოთის N11 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ელეონორა კუციას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „შემოდგომის მიწურული“ ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს და მის სარგებლიანობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის