თბილისის N11 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
04-12-2018
თბილისის N11 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს, საგანში „მე და საზოგადოება“ პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ. მოსწავლეებმა სკოლაში შინაური ცხოველები და ფრინველები მიიყვანეს და პრეზენტაცია ჩაატარეს.
გაკვეთილს პედაგოგი ნათია ბელთაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, პატრონობა და გაფრთხილება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის