„განათლება ცხოვრებას საინტერესოს ხდის“ - წინუბნის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს წინუბნის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მელიქ პეტროსიანი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები ცოდნას იღებენ და ცხოვრებისთვის ემზადებიან.
საუკეთესო მოსწავლე არის ინტერესიანი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს საინტერსო საგაკვეთილო პროცესითა და მოსწავლეებთან დამოკიდებულებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი.
განათლება არის გზა, რომელიც ცხოვრებას საინტერესოს ხდის.