გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავეს
04-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის?“ პირველი ადგილი დაიკავეს.
ინტელექტუალური თამაში მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. შეჯიბრში მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებული გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორგანიზებულ იოანე და თემურ ვაშაკიძეების სახელობის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს