აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამკურნალო მცენარეების დამზადებას სწავლობენ
04-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლაში უკვე მეორე თვეა წარმატებით მიმდინარეობს
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა „სამკურნალო მცენარეების
დამზადება“.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან თითოეულ აქტივობაში. მათ
გარკვეული ცოდნა უკვე შეიძინეს და მოუთმენლად ელიან ყოველ ახალ
გაკვეთილს, რათა კიდევ მეტი გაიგონ და შეძლონ.
აწყურის საჯარო სკოლის
დირექცია მადლობას უხდის ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარს“ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის