ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
04-12-2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. ქართული ლიტერატურის პედაგოგმა მიმოზა ლუკავამ, რუსული ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან თოდუამ, ქართული ლიტერატურის პედაგოგმა ლამაზი ხარჩილავამ, მათემატიკის მასწავლებელმა ნინო კვარაცხელიამ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა ბერიშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა პედაგოგებს წარმატებას უსურვებს, ფასილიტატორებს ხათუნა კვარაცხელიას და ზოია მოლაშხიას კი აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს