გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
04-12-2018
გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-4ბ, მე-4გ და მე-5ა კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს. ღონისძიებას, ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი მარინე ლობჟანიძე და დამხმარე მასწავლებელი გამიდა სადიკოვა ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა საკლასო ოთახი მორთეს და შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს. მოსწავლეებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სკეტჩები გაითამაშეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგის მარინე ლობჟანიძის დახმარებით ჩურჩხელები ამოავლეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ზეიმი ძალიან მოეწონათ.