თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს
04-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, თეთრიწყლების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს. ზეიმზე მოსწავლეებმა უფროსკლასელები, მასწავლებლები და მშობლები მიიწვიეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებში მორთეს, შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომას გაცილება მოუწყეს, დამსწრე საზოგადოება ლექსებითა და სიმღერებით გაამხიარულეს და შემოდგომის ნობათით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებმა კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს შემოდგომის ასე ლამაზად გაცილებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს