თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საფეხბურთო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
04-12-2018
თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „208-ე სკოლა“ საფეხბურთო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
საფეხბურთო ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით თბილისის სკოლების მოსწავლეთა (XI-XII კლასები) გუნდებს შორის ჩატარდა.
N208 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავი არ დაზოგეს და თბილისის №59 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანგარიშით 7/1 დაამარცხეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს - შალვა დორეულს, გიორგი გოგიას და ზურაბ ელყანიშვილს მადლობას უხდის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის