სავანეთის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
04-12-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. სკოლა აზერბაიჯანულია, არის ქართული სექტორიც. ტესტირება მიმდინარეობდა ქართულად, რომელშიც მონაწილეობდა, როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული სექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია, 29 მოსწავლიდან 18-მა გადალახა ბარიერი.
ტურს ხელმძღვანელობდა სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი: ირმა ინაძე.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია, რაც ზრდის მოსწავლეების ცოდნის დონეს, ეხმარება მათ ხარისხიანი განათლების მიღებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის