„სკოლაში ქვეყნის განვითარებას ეყრება საფუძველი“ - ბლიცინტერვიუ თბილისის N2 საჯარო სკოლის წარმატებულ მენეჯერთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს თბილისის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გალაქტიონ მინდიაშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლებული
თაობები იზრდება და ქვეყნის განვითარებას ეყრება საფუძველი.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის მქონე, მეგობრული და წინსვლაზე ორიენტირებული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს ცოდნითა და გამოცდილებით, კოლეგიალურობითა და მოსწავლეთა შედეგებით.
დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი მენეჯერი, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებს და საგანმანათლებლო სიახლეებს უწყობს ფეხს.
განათლება არის სრულფასოვანი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბების საფუძველი.