დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოროზია საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრების ღირსებას იცავს
04-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ გოროზია საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ეროვნულ ნაკრებში ირიცხება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს აიყვანეს, რომლის ღირსებასაც დღემდე ჯეროვნად იცავს.

წელს ნაკრებმა ევროპის ტურნირებზე იასპარეზა ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი ჰოლანდიაში, შეხვდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, ლატვია, ჰოლანდია, პორტუგალია, ყაზახეთი, რუმინეთი და  ბელორუსია. საქართველოში კი ამხანაგური შეხვედრები გამართეს უკრაინის ნაკრებთან.

მარიამი ამავე დროს მაღალი მოსწრებით გამოირჩევა. 2017 წელს წარჩინებული სწავლისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომპიუტერით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203