გელათის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ინტელექტუალური შეჯიბრებები გრძელდება
04-12-2018
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შეჯიბრი „რა?სად?როდის?“ გრძელდება. შეჯიბრი სხვადასხვა თემატიკაზე ტარდება: ლიტერატურა, საქართველოსა და მსოფლიო ისტორია, სპორტი, ტრადიციები, გმირები, კინო, მეცნიერება, არქიტექტურა, მუსიკა და ა.შ.
თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებას უზრუნველყოფს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელისო მაწკეპლაძე.
ფინალურ ტურში, რეიტინგული ქულების შესაბამისად, გადავა 3 გუნდი. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის