„პედაგოგი საინტერესო საგაკვეთილო პროცესით ფასობს“ - ტაბახმელის საჯარო სკოლის დირექტორის ბლიცპასუხები
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ტაბახმელის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ცირა კახაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც პიროვნება ყალიბდება.
საუკეთესო მოსწავლე არის მრავალმხრივი ინტელექტისა და ინტერესების მქონე ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს საინტერესო საგაკვეთილო პროცესით.
დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი ლიდერი.
განათლება არის აუცილებელი სფერო ადამიანის ცხოვრებაში.