„დირექტორი სკოლის სახე უნდა იყოს“ - ცხრაწყაროს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ცხრაწყაროს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ეკა ედიბერიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი განათლებულ და ღირსეულ პიროვნებად აღიზრდება.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც ყველა საგანს ერთნაირი წარმატებით სწავლობს.
პედაგოგი ფასობს თავისი განათლებით, კულტურითა და აღზრდილი თაობით.
დირექტორი უნდა იყოს სკოლის სახე.
განათლება არის ადამიანის საზრდო, რომელზეც მთელი მისი ცხოვრებაა დამოკიდებული.