ანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
03-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ანის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები - „ჩემი სკოლის ეზო“ ტარდება. თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს, მათ შორის ჩაატარეს დასუფთავების აქციები და გარემოსდაცვით თემაზე პლაკატები დაამზადეს.
თავისუფალ გაკვეთილებს პედაგოგები თამილა გოზალიშვილი და ვერა კურტანიძე ხელმძღვანელობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღეისთვის უკვე ჩატარებულია 15 გაკვეთილი, 5 კი ჩასატარებელი დარჩა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის