ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოჩხეთის საჯარო სკოლაში კლუბის „მოაზროვნე ქიმიკოსები“ წევრებმა თეორიული კონფერენცია ჩაატარეს.
კონფერენციის თემა იყო - „სანთლის ისტორია“. კონფერენციაში VIII და XI კლასის 12 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქრისტინე და ქეთევან გოთიაშვილებმა და მარიამ გვეტაძემ სანთლის ისტორიაზე მოხსენებები საინტერესოდ წარადგინეს. ნიკა ცნობილაძემ კი სანთლის დამზადების ისტორიაზე პრეზენტაცია ჩაატარა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის