განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, N202 უსინათლოთა სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
03-12-2018

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი N202 უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია და სკოლაში არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

მე-19 საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის დირექტორმა თანამდებობა ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის გამო დატოვა

ბავშვებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა - უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203